მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 23:10
სწრაფი სიახლე
სპორტი

სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო – “ოქროს ბურთზე” მისი შანსები ძალიან მაღალია

SportMedia 13 აგვისტო, 2026 · 14:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

 

„სუპერთასის მატჩში კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი პრეტენდენტია. შეხვედრაში ყველაზე უკეთ გამოიყურებოდა. შესანიშნავი გოლი გაიტანა.

 

ამ ჯილდოზე მისი შანსები ძალიან მაღალია. ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი ევროპული ტიტული აქვს. მთლიანობაში, დიდებული სეზონი ჰქონდა. ერთადერთი მინუსი – მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო. თუმცა, ეს მისი ბრალი არ არის“, – განუცხადა სიომინმა „სპორტ-ექსპრესს“.

 

ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

წყარო: Sportall.ge