საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია – შემოსავლების სამსახურის განცხადება

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია, – ამის შესაწხებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, – ნათქვამია განცხადებაში.