მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 23:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

Prime Time 14 აგვისტო, 2026 · 21:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა და ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ნათელი მის ხსოვნას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.