მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 13:06
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

როდემდე გაგრძელდება უამინდობა

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 09:33 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.