მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 13:05
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მიწისძვრა ინდონეზიის სანაპიროსთან – არის მსხვერპლი

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 10:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.7 მაგნიტუდა შეადგინა, რის შედეგადაც, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ბიძგებმა რამდენიმე შენობის დანგრევა გამოიწვია. ცუნამის საშიშროების გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ერთი გარდაცვლილის გარდა, მიწისძვრის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ თავდაპირველად ცუნამის საშიშროების შესახებ შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტომ გაავრცელა გაფრთხილება პლაჟებთან მისვლისგან თავის შეკავების შესახებ და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. თუმცა, ეს გაფრთხილებები მოგვიანებით გაუქმდა.