მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 13:07
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დღეიდან 4 სექტემბრამდე რიკოთზე გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება – დეტალურად

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 10:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

დღეიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპნის გზით.