მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 13:04
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ინდონეზიის სანაპიროსთან მომხდარი მიწისძვრის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება – გაიზარდა დაღუპულების რაოდენობაც

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 10:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მოხდა.

მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე დაზიანდა სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, ასევე სკოლები. ერთ-ერთი რეგიონიდან 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა რამდენიმე საათში გააუქმა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.