ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.
ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ კახეთში თავის სასტუმროში რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, რომ იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს.
ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში გამართულ ღონისძიებას ახსენებს და მიმართავს, რომ სინამდვილეში არაფერი სტკივა და უბრალოდ პოპულისტია.
„2012 წელს პეტერბურგში, რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! 2008 წლის ომი არ იყო მომხდარი?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! ეხლა რომ იაფფასიან პერფორმანსებს დგამ. სინამდვილეში არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ “, – წერს ირაკლი ჭეიშვილი.