მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 23:28
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო იერიშების შესახებ აფრთხილებს

IPN.ge 15 აგვისტო, 2026 · 20:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

გერმანიის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო იერიშების შესახებ აფრთხილებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების საფრთხის ფონზე, უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.

უწყების განცხადებით, შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან, 24 აგვისტოსთან დაკავშირებით, რუსეთის იერიშების შედეგად ქვეყნის ყველა ოლქი დაზარალდეს.

„არ არის გამორიცხული თავდასხმების გაძლიერება როგორც ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ისე სამოქალაქო ობიექტებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.