მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 23:53
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დასავლეთ გერმანიაში გაჩენილი ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

IPN.ge 15 აგვისტო, 2026 · 21:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

დასავლეთ გერმანიაში გაჩენილი ტყის ხანძარი ლოკალიზებულია, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ბელგიის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში გაჩენილი ტყის ხანძარი, რომლის გამოც, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, კონტროლს ექვემდებარება.

„ვითარება გარკვეულწილად სტაბილიზებულია. ეს ნიშნავს, რომ ხანძარი მეტად არ გავრცელებულა“, – განაცხადა დიურენის რაიონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, პიტერ ბერნდგენმა.

ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება აღმოსავლეთ ბელგიაში.

ლიეჟის გუბერნატორის განცხადებით, ხანძარმა 1600 ჰექტარი ტერიტორია გადაწვა.

ევროკავშირმა ტყის ხანძართან ბრძოლაში ბელგიის დასახმარებლად სამი ვერტმფრენი და ორი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა.