მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 13:21
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

Ambebi.ge 16 აგვისტო, 2026 · 10:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

“რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა”, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი დროით დილის 4:25 საათზე განჟამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

NASA FIRMS-ის (ხანძრისა და თერმული ანომალიების მონიტორინგის სამსახური) თანამგზავრული მონაცემების თანახმად, უკრაინის სამთო და მეტალურგიული სექტორის უდიდესი საწარმო, „არსელორ მიტალი – კრივოი როგი“ დაზიანდა.