ბათუმში, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ინფომრაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ამ ეტაპზე უცნობია, აღენიშნებოდა თუ არა გარდაცვლილს ძალადობის კვალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.