მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 14:32
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

წყალდიდობისა და შტორმის შედეგად, ინდიანას შტატში 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 წლის ბავშვია

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 11:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

წყალდიდობისა და შტორმის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ინდიანას შტატში – დაღუპულებს შორის ერთ-ერთი 4 წლის ბიჭია. ბავშვი ძლიერი შტორმის დროს სახლზე ხის დაცემამ იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება ინდიანაპოლისის რაიონში იყო, საგანგებო სამსახურებმა წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ელექტროენერგიის გარეშე ამ დრომდე რჩება დაახლოებით 150 000 აბონენტი.