მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 14:35
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მერაბ დვალიშვილი – პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 12:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება.

UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება და ქამრის დასაბრუნებლად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი აქამდე იანს ორჯერ შეხვდა, 2023 წლის მარტში ქართველმა გაიმარჯვა, გასული წლის დეკემბერში კი სატიტულო შეხვედრა მერაბმა წააგო და ქამარი დაკარგა.

UFC 333-ს 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, Etihad Arena უმასპინძლებს.