მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 15:13
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა”, – Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 13:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

ხვიჩა კვარაცხელიას ბირმინგემის ასტონ ვილას წინააღმდეგ საოცარ პერფომანსს The Athletic-იც გამოეხმაურა. გამოცემამ აღნიშნა, თუ როგორ აკლდა აშშ-ს მუნდიალს ქართველი ვინგერი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა საფეხბურთო სამყაროს, თუ რა მაღალი დონის მოთამაშეა.

“მესიმ, მბაპემ და ჰოლანდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხიბლეს ყველა, თუმცა სწორედ კვარაცხელია არის ის ფეხბურთელი, ვინც ტურნირს ყველაზე მეტად დააკლდა. საქართველოს ეროვნულ გუნდს არასდროს უთამაშია მუნდიალზე, რაც ხვიჩას მთავარ სცენამდე მიმავალ გზას კიდევ უფრო რთულს ხდის.

ასტონ ვილასთან მატჩმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რა დაკარგა განვლილმა მსოფლიო ჩემპიონატმა პარი სენ-ჟერმენის შემტევის სახით. დიახ, საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველი ვინგერი არაა შედეგიანი, მაგრამ ძალებს ის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის ზოგავს”, – წერს ამერიკული გამოცემა.