მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:58
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინული მედია – რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 15:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაბა პეჩენეგს დაარტყეს.

ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

ასევე, სინეგუბოვის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად კერძო სახლები, კაფე, ფოსტის შენობა, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.