უბედური შემთხვევა მარნეულში – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაიღუპა.
როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი კიბეზე ადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.