მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 05:24
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია… ვინ ხარ, რა ხდება“ – გურამ დადიანიძის ბიძაშვილი ფოტოს აქვეყნებს

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 03:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.

ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ…“, – ეხმიანებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ოსურ ენაზე დაწერილ პოსტს.

პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში  გაუჩინარებული ბიჭის ბიძაშვილმა დაწერა:

„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია…  ვინ ხარ? რა ხდება“

ცნობისთვის, გურიკო დადიანიძის გვერდზე, ბოლო პოსტი 2013 წელს არის გაზიარებული.