მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:08
სწრაფი სიახლე
კულტურა

ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი გარდაიცვალა

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 10:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ჯგუფ ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი 77 წლისა გარდაიცვალა. მუსიკოსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირდი ოჯახის წევრების გარემოცვაში, ტეხასში მდებარე საკუთარ რანჩოზე გარდაიცვალა.

„დღეს მე და [ZZ Top-ის ბას-გიტარისტმა] ელვუდმა დავკარგეთ შესანიშნავი მეგობარი და თანაავტორი, ხოლო მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი დრამერი, ასევე ტეხასის დიდი და ჭეშმარიტი შვილი დაკარგა. მისი საფირმო რიტმი იყო გასაღები იმისა, რომ ZZ მწვერვალზე დარჩენილიყო“, – დაწერა ZZ Top-ის დამფუძნებელმა ბილი გიბონსმა.

ბლუზ-როკ ჯგუფი ZZ Top 1969 წელს დაარსდა. ჯგუფის შემადგენლობა მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა – ბილი გიბონსი, ფრენკ ბირდი და დასტი ჰილი. 2021 წელს ჰილი გარდაიცვალა, ხოლო ჯგუფის ბასისტი ელვუდ ფრენსისი გახდა.

ZZ Top-ს ამ დროისთვის 15 სტუდიური და 4 საკონცერტო ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან მრავალი ტრეკი მსოფლიო ჰიტ-აღლუმების სათავეებს იკავებდა. 2004 წლიდან ZZ Top-ი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშია შეყვანილი.