მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:44
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსებმა ხერსონში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

IPN.ge 19 აგვისტო, 2026 · 16:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

რუსებმა ხერსონში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ავტობუსზე თავდასხმა დრონების გამოყენებით განახორციელეს.

„ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ“, – განაცხადა პროკუდინმა.

რუსული ძალების იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.