მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:07
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის დახმარების გაწევა ამერიკის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას გაუტოლდება

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 13:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ირანის შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის დახმარების გაწევა ამერიკის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას გაუტოლდება, – ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

“გვსურს გაგაფრთხილოთ, რომ აგრესორისთვის – ამერიკელი სამხედროებისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება ან ხელშეწყობა, ამერიკულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის ტოლფასი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეგიონში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე ამ რაოდენობის სამხედრო თვითმფრინავები, განსაკუთრებით კი საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები, მასპინძელი ქვეყნების ხელისუფლების ინფორმირების გარეშე იმყოფებოდნენ”, – განაცხადა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ალი აბდოლაჰიმ.