მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 18:45
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვის მუქარა აბსურდული პროპაგანდაა

IPN.ge 19 აგვისტო, 2026 · 17:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „სულ უფრო სასოწარკვეთილი რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან აბსურდულ პროპაგანდად“ აფასებს.

„უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული წარუმატებელი დამპყრობლური ომის გამო რუსეთში სულ უფრო მძაფრი ეკონომიკური და სოციალური შედეგების ფონზე, კრემლი სასოწარკვეთილად ცდილობს, მუქარებისა და დეზინფორმაციის გზით ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საერთაშორისო მხარდამჭერებზე“, – აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული.

„რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული. ყოველთვის ვიპოვით სწორ პასუხებს. ჩვენ ევროპული ერთიანობის დემონსტრირებას ვახდენთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი გაამკაცრებდა მეთოდებს, „რათა გაანადგუროს ყველაფერი, რაც კიევის სამხედრო მანქანას დასავლეთიდან კვებავს“.

„მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მეთოდებს ყველაფრის განადგურების მიზნით, რაც კიევის საომარ მანქანას დასავლეთიდან კვებავს და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.