მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 22:24
სწრაფი სიახლე
კულტურა

რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და დოღს დაესწრო

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 20:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს – „ბახმაროს თასი 2026“-ს დაესწრო, რომელიც ყოველწლიურად ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას ფერისცვალება მიულოცა.

„ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებას. ასევე, განსაკუთრებით ვულოცავ გურულებს, რომლებსაც ეს დღე, მათ შორის, ასეთი ღონისძიებებით, პოზიტიურად აქვთ წარმოჩენილი. დაძაბული ჭიდილი იყო, ვულოცავ გამარჯვებულებს. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორი ემოციებით იღებენ ისინი ამ ყველაფერს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, სადაც მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.

ბახმაროში სადღესასწაულო აქტივობები დღის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო კონცერტით დასრულდება.