მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:53
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 12:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვა-რეალიზაციის სამართალდარღვევის 14 ფაქტი გამოავლინეს.

ჩამორთმეული ალკოჰოლური სასმელის საერთო რაოდენობამ 4 319 ბოთლი შეადგინა.

აღნიშნული სამართალდარღვევებიდან 5 ფაქტის შესახებ საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.