მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:55
სწრაფი სიახლე
კულტურა

როსტომ მაგრაქველიძე „მუნიციპალური პირველობა-2026“-ის ფარგლებში გამართულ მინი-ფეხბურთის ფინალს დაესწრო

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 12:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე „მუნიციპალური პირველობა-2026“-ის ფარგლებში გამართულ მინი-ფეხბურთის ფინალს დაესწრო.

ფინალური შეხვედრა ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინი-ფეხბურთის მოედანზე გაიმართა. ტურნირში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფეხბურთის მოყვარულთა 11 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

მინი-ფეხბურთის ტურნირი გარდაცვლილი ასპინძელი ფეხბურთელების ხსოვნას მიეძღვნა.

ჩემპიონატი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სამსახურისა და ა(ა)იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.