ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ბინები გადაეცემათ

სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ, – ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.
ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, საბინაო რესურსის გათვალისწინებით, დამატებით მიმდინარეობს ერთოთახიანი ბინის მიღების კანდიდატი იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3.5 ან 4 ქულა.
საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.
▪︎ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც თბილისის ბინების განაწილების კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ და საჭიროებენ დამატებით განმარტებას შესაძლებლობა აქვთ მომართონ სააგენტოს. მიღება 21, 22, 24, 25 და 26 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება (მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა.),” – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
დევნილი ოჯახების სიის ნახვა, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი: