მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 22:58
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სასკოლო ფორმების რეალიზაციის თარიღი ცნობილია

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 21:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს მასშტაბით სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია პირველ სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი, ასევე უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ მოსწავლეებს.

ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების გაცემისა და შეძენის პროცესის ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” უზრუნველყოფს.