მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 00:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

21 აგვისტოს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 22:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

21 აგვისტოს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს. 

„ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ვირსალაძის, სოფიევას და მეფე ლუარსაბ პირველის ქუჩების მოსახლეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.