მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 00:20
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 22:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს, 05:00-იდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 05:00-იდან 07:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, წიწამური, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.