მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 01:47
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და სუვერენიტეტს მთელ მსოფლიოში – აბას არაღჩი

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 23:45 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და სუვერენიტეტს მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს.

არაღჩიმ ვაშინგტონის მიერ ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას „ეკონომიკური D-Day“ – ეკონომიკური სამხედრო ოპერაცია უწოდა, რომელსაც, მისივე თქმით, წარუმატებლობა ემუქრება.

„ე.წ. ეკონომიკური D-Day ამერიკის საკუთარი კრიზისიდან გადახვევაა: უპრეცედენტო ვალი და საპროცენტო ხარჯების ზრდა. წარუმატებელი პოლიტიკის გაორმაგება მხოლოდ კიდევ უფრო მეტ დამარცხებას და ირანელების მტრობას მოიტანს. აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და სუვერენიტეტს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა არაღჩიმ.

ამასთან, დღესვე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება დაგმო და მას „უკანონო“ უწოდა.