მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 22:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სირიის საგარეო მინისტრი – სირია პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებასთან შეერთების საკითხს განიხილავს

IPN.ge 21 აგვისტო, 2026 · 20:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ასად ალ-შაიბანის განცხადებით, სირია განიხილავს პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის მექაში გაფორმებული ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებასთან შეერთების საკითხს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„გვესმის, რომ პაკისტანი, საუდის არაბეთი და თურქეთი რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია. რა თქმა უნდა, ჩვენს ვარიანტებს ვსწავლობთ. ამჟამად არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, შევუერთდეთ თუ არა ამ ალიანსს“, – აღნიშნა ასად ალ-შაიბანმა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა 7 აგვისტოს მექაში ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, აღნიშნული სამი სახელმწიფოდან რომელიმეზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება.