მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 17:04
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური ლაშა ბუღაძის რომანზე – გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს პატიმრის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 14:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რატომ თქვა უარი პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ შეტანაზე.

კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ წერილში, რომელსაც „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ „ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი“.

„ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.

აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდადებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა,თუ ვინ არის მისი ავტორი,“ – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი აწერს.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი“ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერისთვის უნდა შეეგზავნათ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნულზე უარი თქვა.