მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 14:56
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში – დაკავებულია 2 პირი

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 12:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს – დაკავებულია 2 პირი.

ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ასევე დაკავებულია 24 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს.