მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 15:58
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დაკავებულია პირი, რომელმაც დაზარალებულის ინტიმური ფოტოები სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 13:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მოიპოვა, შეინახა და შემდეგ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.