მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 16:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილ დრონებთან დაკავშირებით გამოძიება წარმატებით თუ დასრულდება, ბერლინი დამნაშავეებს საჯაროდ დაასახელებს

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 14:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კომენტარი გააკეთა ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილ დრონებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გამოძიება წარმატებით თუ დასრულდება, ბერლინი დამნაშავეებს საჯაროდ დაასახელებს.

მერცის თქმით, სამართალდამცველები კვლავ განაგრძობენ მუშაობას დამნაშავეთა დასადგენად.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, გერმანია სულ უფრო ხშირად ხდება ჰიბრიდული შეტევების სამიზნე.

მისივე განმარტებით, გერმანია უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყანა, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და შეაკავოს პოტენციური აგრესორები.

ამასთან, მერცმა დაადასტურა, რომ გერმანია გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთი, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ლაიფციგის ინციდენტთან არის დაკავშირებული.