მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 02:03
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ევროპის საავიაციო სააგენტო ავიაკომპანიებს სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

IPN.ge July 14, 2026 9:42 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ირანსა და აშშ-ს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირების გამო, ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ავიაკომპანიებს ურჩევს, რომ თავი შეიკავონ ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ყურის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„არაპროგნოზირებადმა სამხედრო მოვლენებმა, ასევე რეგიონში რაკეტების, დრონების, საბრძოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო გამოყენებამ“ ავიარეისებისთვის „მაღალი რისკი“ შექმნა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ რეკომენდაცია 29 ივლისამდე მოქმედებს და რომ ვითარების მონიტორინგს ყურადღებით გააგრძელებს.