მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 02:03
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

საქართველოში ოქროს ფასმა იკლო – რა ღირს გრამი

Prime Time July 14, 2026 8:19 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ სტაბილურ მაჩვენებელზეა. ბიზნესპორტალი bpn.ge-ის ინფორმაციით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 023 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.61%-ით მოიმატა.

რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროს ფასმა მცირედით იკლო.

გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 351 ლარია, 750 სინჯის – 264 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 206 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.95 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.33 ლარი ღირს.