მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 02:02
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„ჩემს ცხოვრებაში ეს მთავარი შეხვედრაა“ – ლამინ იამალი საფრანგეთთან მატჩის შესახებ

Prime Time July 14, 2026 9:57 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინ იამალმა საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, თუ როგორ უნდა დავძლიოთ სირთულეები. წნეხი საერთოდ არ მაქვს. მედიის წარმომადგენლები თავადვე აღნიშნავთ, რომ ოპტიმალურ ფორმაში არ ვიმყოფები, შესაბამისად, არც უნდა გქონდეთ ჩემ მიმართ დიდი მოლოდინები. მიუხედავად ამისა, ეჭვი არ მეპარება, რომ წინ გამორჩეული დაპირისპირება გველოდება. ბედნიერი ვარ, რომ აქამდე მოვედით. თითოეული ჩვენგანი ნერვიულობს, მე კი – ყველაზე მეტად. ეჭვგარეშეა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მთავარი შეხვედრაა“, – ამბობს იამალი.

ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი მუნდიალის ფინალში ინგლისსა და არგენტინას შორის უძლიერესს შეხვდება.