იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ ნაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაიცვალა. ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია.
ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ნათესავების ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურში არ გამოცხადდა. რის შემდეგაც თანამშრომლებმა მოიკითხეს და საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე ოჯახმა საელჩოს იტალიაში უკვე მიმართა.