მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 02:19
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში, ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია

Prime Time 14 ივლისი, 2026 · 23:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია.

თავდასხმა ადგილობრივი დროით სამშაბათს, გამთენიისას განხორციელდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანული მედია იუწყება, რომ დაზიანების გამო ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკი შესაძლოა, დროებით გამოირთოს, რათა სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.