მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 03:19
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ქორწილის შემდეგ შორენა ბეგაშვილი პარიზიდან რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს – რა ძვირფასი საჩუქარი მიიღო მეუღლისგან

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 00:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე იქორწინა, მეუღლესთან ერთად თაფლობის თვეს საფრანგეთში ატარებს.

წყვილმა ქორწილი იტალიაში, კომოს ტბის ულამაზეს სანაპიროზე გადაიხადა.

მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილს საქორწილო ცერემონიის კადრები სოციალურ ქსელში არ გაუზიარებია, ამჯერად გამომწერებს პარიზიდან გადაღებული რომანტიკული ფოტოები შესთავაზა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსახიობის ახალმა სამკაულმაც.

მეუღლის საქორწინო საჩუქარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდის, Tiffany & Co.-ის ყელსაბამია. მისი ფასი 200 000 დოლარია.