მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 13:27
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

შანხაიდან თბილისში პირველი პირდაპირი რეისი დღეს ჩამოფრინდება

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 09:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ. შანხაიდან თბილისში პირველი რეისი დღეს ჩამოფრინდება.

რეგულარული ავიარესიების დანიშვნის თაობაზე საბოლოო შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.