მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ამირას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.
მათივე ცნობით, სახელმწიფოს ამირასთან შეხვედრისას მიხეილ ყაველაშვილი მას კატარის სახელმწიფოს ყოფილი ამირას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს.