ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა – ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ბეტონის დასხმის დროს მოხდა.
დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.