არგენტინამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

არგენტინამ ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ინგლისელებმა ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისში, 55-ე წუთზე ენტონი გორდონის გოლით შეძლეს.
მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე არგენტინამ ენცო ფერნანდესის გოლით მეტოქესთან წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, 90+2-ზე, ლაუტარო მარტინესმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და არგენტინა ფინალში გაიყვანა.
არგენტინის ნაკრები ტიტულისთვის ბრძოლას ტურნირის ფინალში გააგრძელებს, სადაც 19 ივლისს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
კომენტარები
კომენტარი