მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 10:54
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 08:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.