აშშ “მაღალი ტესტოსტერონის დეპარტამენტს” ქმნის? – რა დეტალებზე საუბრობს თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უპრეცედენტო ბრძანება გასცა – 30 წელს გადაცილებული ყველა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ტესტოსტერონის დეფიციტზე ყოველწლიური შემოწმება გაიაროს.
თავდაცვის მდივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული ვიდეოთი დააანონსა, რომელსაც სათაურად “მაღალი ტესტოსტერონის დეპარტამენტი“ (High-T Department) დააწერა. ჰეგსეტის განცხადებით, პროგრამის მიზანია უზრუნველყოს, რომ სამხედროებს ჰქონდეთ “ტესტოსტერონის სწორი დონე აბსოლუტური ეფექტური მუშაობისთვის“.
პენტაგონის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა დააზუსტა, რომ სავალდებულო სკრინინგი ძალაში დაუყოვნებლივ შედის ყველა მოქმედი და სარეზერვო პერსონალისთვის, ვინც 30 წლის ან უფროსია. სამხედროებს, რომლებსაც ჰორმონის დაბალი დონე აღმოუჩნდებათ, ნებაყოფლობით საფუძველზე ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას შესთავაზებენ.
ჰეგსეტს არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა სკრინინგი ქალ სამხედროებს, რომელთა ტესტოსტერონის დონე ასევე იკლებს ასაკთან ერთად. თუმცა დემოკრატმა სენატორმა ტამი დაკუორტმა უკვე მოუწოდა თავდაცვის მდივანს, რომ ჰორმონალური ტესტირება ხელმისაწვდომი იყოს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.
გადაწყვეტილებამ ვაშინგტონში მყისიერი პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. კონგრესმენმა ჩრისი ჰულაჰანმა, რომელიც თავად არის საჰაერო ძალების ვეტერანი, ინიციატივა ჰეგსეტის “მორიგ კულტურულ-ომისეულ ობსესიად“ შეაფასა.