მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 17:42
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან გათავისუფლდა

Kvira.ge 16 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ფურცხვანიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა.

„გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით, რას ვაპირებ, მომავალი გვაჩვენებს. ჯერჯერობით ოჯახთან ვარ,“ – განაცხადა ფურცხვანიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში სასამართლომ 9 პირიდან 8 დამნაშავედ ცნო. კერძოდ კი: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3 წლით, დევი კახოიძეს 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

კომენტარები

კომენტარი