მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 22:11
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

“რა ვუთხრა ერთადერთი შვილის დამკარგავ მშობლებს, გივიკოს შვილებს” – ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

Ambebi.ge 16 ივლისი, 2026 · 19:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხამდნენ, როდესაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და, საუბედუროდ, ნანგრევებში მოჰყვა კომპანიის თანამშრომელი, 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.


  • გივიკო გურეშაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მშობლები ემიგრაციაში იყვნენ და ისინი საბერძნეთიდან ჩამოვლენ.”საოცრად კარგი ადამიანი იყო გივიკო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე. გივიკო საბერძნეთში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად, იქ გაიცნეს ერთმანეთი მაიკომ და გივიკომ, ერთმანეთი შეუყვარდათ და არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნეს.

მათი უფროსი შვილი საბერძნეთში დაიბადა, სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, მეორე ბიჭიც შეეძინათ. გივიკოდ 5 და 3 წლის ბიჭები დარჩა. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ. სახლს არემონტებდნენ და თითქმის დასრულებული ჰქონდათ ყველაფერი. გივიკოს მშობლები ემიგრაციაში არიან, ლალი და თემური დღეს ჩამოდიან საბერძნეთიდან, აქ გაიგებენ ერთადერთი მონატრებული შვილის დაღუპვის ამბავს.

არ ვიცი, როგორ უნდა ანუგეშო ერთადერთი შვილის დამკარგავი მშობლები. მონატრებული ჰყავდათ შვილი. საოცრად თბილი ბიჭი იყო გივიკო, იუმორით სავსე, ვერ გააბრაზებდი, სულ მოღიმარი შემოგეგებებოდა. ორი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მისი მეუღლე. უამრავი სურვილი დარჩათ აუსრულებელი. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ. ბეტონს ასხამდნენ კონსტრუქციაში. განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს, მის უსაყვარლეს მეუღლეს და შვილებს… წაიკითხეთ ვრცლად