მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 05:14
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო…“ – ცნობილია ავტობუსის მძღოლის ვინაობა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 01:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

საგარეჯოში, ტრაგიკულად დაღუპული ავტობუსის მძღოლი, 73 წლის თაზო ბეჟიტაშვილია, ის წარმოშობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავიდან იყო.

წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობისას ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მუნიციპალური ავტობუსი, რომელსაც მართავდა, ამობრუნდა. თაზო ბეჟიტაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დაღუპულ მძღოლს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„საგარეჯოს ზემო უბნის მოსახლეობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უსაყვარლესი, მწვანე ავტობუსის მძღოლის, თამაზ ბეჟიტაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს. იგი იყო უაღრესად კულტურული და ტკბილად მოსაუბრე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი და ასეთი დარჩება ჩვენს გულებში სამარადისოდ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

თაზო ბეჟიტაშვილი